დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ თვალნათლივ დავინახე 9 დღის შრომის შედეგი .ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი,სასარგებლო რჩევა მივიღე.
დღეს მოვახდინეთ ჩვენი ელექტრონული პორთფოლიოების პრეზენტირება.ჩემი აზრით
ყველა პრეზენტაცია მოსაწონი და საინტერესო იყო.ერთმანეთს ჩვენი აზრი მივაწოდეთ, მივუთითეთ იმაზე,რაც ჩვენი აზრით მოითხოვდა დახვეწასა და სრულყოფას.
9 მეცადინეობის განმავლობაში სამუშაო და თანამშრომლობით გარემოში ვიმყოფებო-
დით,რამაც განაპირობა საუკეთესო შედეგები.ეს ყველაფერი ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.ის არის პოზიტიური,ულევი ენერგიისა ცოდნის მატარებელი ადამიანი.
დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის.
intel
Sunday, September 20, 2015
Saturday, September 19, 2015
მე-8 დღე.
მე-8 დღით კმაყოფილი ვარ ,იმიტომ რომ დავალებები შესრულებული მქონდა კარგად.
შენიშვნები არ მიმიღია.ბევრი საჭირო რამ ვისწავლე. საჭირო ბმულები მივამაგრე ჩემს
ბლოგს და ახლა უფრო ადვილად მოვძებნი მათ.ვისწავლე თუ როგორ გამოვიყენო ფასილიტაცია ტექნოლოგიებით სასწავლო პროცესის პროდუქტიულად წარმართვისთვის. ეს მოსწავლებს გაუადვილებს მუშაობას.
შენიშვნები არ მიმიღია.ბევრი საჭირო რამ ვისწავლე. საჭირო ბმულები მივამაგრე ჩემს
ბლოგს და ახლა უფრო ადვილად მოვძებნი მათ.ვისწავლე თუ როგორ გამოვიყენო ფასილიტაცია ტექნოლოგიებით სასწავლო პროცესის პროდუქტიულად წარმართვისთვის. ეს მოსწავლებს გაუადვილებს მუშაობას.
Wednesday, September 16, 2015
მე-7 დღე
მეცადინეობა დაიწყო პროექტის გეგმისა და პრეზენტაციის განხილვით. მივიღე შენიშვნები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ. საინტერესო იყო კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ----გარდნერისა და ბლუმის მატრიცა. ბევრი სამუშაოა და დიდ დროს მოითხოვს,მაგრამ კარგია, დამეხმარება, რათა ყველა მოსწავლეს მივცე შესაძლებლობა თავად აირჩიოს მისთვის დაძლევადი დავალება.
Friday, September 11, 2015
მე-6 დღე
მოსწავლის როლი და წარმოვადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მივიღე ტრენერისგან რჩევები,რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ და მოვახდენ რედაქტირებას.მოსწავლის როლმა დამაფიქრა. დავინახე ის რეალური პრობლემები, რაც დავალების შესრულებისას წარმოიქმნება.მე მგონი ეს დავალება კარგად გავაკეთე.
Tuesday, September 8, 2015
მე-5 დღე
უკვე მივეჩვიე მუშაობას., არ დავღლილვარ ,მიუხედავად იმისა , რომ საკმაოდ ბევრ თემაზე ვიმუშავეთ. განვიხილეთ მოდული 3 . ტრენერი გვესაუბრა,თუ რა რუბრიკები უნდა იყოს პორფოლიოში,ვისაუბრეთ კოლაბორაციის მნიფვნელობაზე.საინტერესო იყო პროექტის მიმდინარეობის პროცესზე მუშაობა .ტრენერმა გვესაუბრა , თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაკვეთილზე უკუკაშირის გამოყენება და მოგვიყვანა ამის მაგალითები.
Monday, September 7, 2015
მე-4 დღე
დღევანდელი დღე იყო ჩემთვის საკმაოდ დამღლელი, მაგრამ საინტერესო. ვიმუშავე მოდული-მე-2-ზე, აქტივობა3.შევამოწმეთ და გადავახალისე პროექტის გეგმა.ტრენერის მიერ მოცემული რჩევებით.განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების სქემა,რომელიც დამეხმარება ჩემი პროექტის სწორად წარმართვაში და შედეგის დანახვაში
Saturday, September 5, 2015
დღე მე-3
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. შევავსე პროექტის შაბლონი,მაგრამ გამიჭირდა კითხვების დასმა.ტრენერმა მაგალითების დახმარებით გაგვიმარტა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი სახის კითხვებს შორის განსხვავება .შევძელიკითხვების დასმა.ვიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმაზე.შევუსაბამე სტანდარტი და მიზანი.
Subscribe to:
Posts (Atom)