Sunday, September 20, 2015

მე-9 დღე

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ თვალნათლივ დავინახე 9 დღის შრომის შედეგი .ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი,სასარგებლო რჩევა მივიღე.
დღეს მოვახდინეთ ჩვენი ელექტრონული პორთფოლიოების პრეზენტირება.ჩემი აზრით
ყველა პრეზენტაცია მოსაწონი და საინტერესო იყო.ერთმანეთს ჩვენი აზრი მივაწოდეთ, მივუთითეთ იმაზე,რაც ჩვენი აზრით მოითხოვდა დახვეწასა და სრულყოფას.
9 მეცადინეობის განმავლობაში სამუშაო და თანამშრომლობით გარემოში ვიმყოფებო-
დით,რამაც განაპირობა საუკეთესო შედეგები.ეს ყველაფერი ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.ის არის პოზიტიური,ულევი ენერგიისა ცოდნის მატარებელი ადამიანი.
დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის.

No comments:

Post a Comment